• 02-03-2024
    რობერტო დე ძერბი "იუნაიტედის" პოტენციური მწვრთნელების სიაში მოხვდა
    რობერტო დე ძერბი "იუნაიტედის" პოტენციური მწვრთნელების სიაში მოხვდა
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობის რეკონსტრუქცია გრძელდება და შესაძლოა, ცვლილება მთავარი მწვრთნელის პოზიციასაც შეეხოს.

    ინეოსი კლუბის განახლებას ცდილობს, ამიტომაც ერიკ ტენ ჰაგის მომავალი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

    თუ ნიდერლანდელი გუნდში სიტუაციას ვერ გამოასწორებს, დიდი შანსია, ის ოლდ ტრაფორდიდან დაითხოვონ.

    გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, "იუნაიტედი" პოტენციურ მთავარ მწვრთნელებსაც აჩევს.

    ერთ-ერთი კანდიდატი "ბრაიტონის" იტალიელი დამრიგებელი რობერტო დე ძერბია, რომელსაც შესანიშნავი გუნდი ჰყავს.

    44 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები