საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა.
საპრეზენტაციო ვიდეო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა განათავსა. ეროვნული გუნდი აღნიშნული მაისურით ივნისში ამხანაგურ მატჩებს ფარერის კუნძულებთან და კაბო ვერდესთან ჩაატარებს.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები ფარერის კუნძულებს 5 ივნისს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს, ხოლო ქუთაისში კაბო ვერდეს 8 ივნისს შეხვდება.