ცნობილი პოდკასტერი - პსჟ-ს სეზონს 2 ნაწილად დავყოფ, კვარამდე და მასთან ერთად ცნობილი პოდკასტერი - პსჟ-ს სეზონს 2 ნაწილად დავყოფ, კვარამდე და მასთან ერთად » Footballnews ცნობილი პოდკასტერი - პსჟ-ს სეზონს 2 ნაწილად დავყოფ, კვარამდე და მასთან ერთად
გათიშვა

ცნობილი პოდკასტერი - პსჟ-ს სეზონს 2 ნაწილად დავყოფ, კვარამდე და მასთან ერთად

ცნობილი პოდკასტერი - პსჟ-ს სეზონს 2 ნაწილად დავყოფ, კვარამდე და მასთან ერთად
1 კვირის და 2 დღის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ხვიჩა კვარაცხელიას მაგარი სეზონი ჰქონდა და ეს საერთაშორისო მედიაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 

Bleacher Report-მა FCM (Football Culture Movement) პოდკასტის წამყვანების, ლიეს ბუზიდისა და Kam #8-ის მორიგი გადაცემის საინტერესო ჰაილაითი გამოაქვეყნა, სადაც პოდკასტის წამყვანები 2024/25 წლების სეზონის ევროპის TOP 5 ლიგების MVP-ს ასახელებენ. Kam #8-ს მიაჩნია, რომ ასეთი ხვიჩა კვარაცხელიაა.

am #8: "კვარაცხელიას დავასახელებდი. თუ გახსოვთ, როგორ გამოიყურებოდა პსჟ, სანამ გუნდში კვარაცხელია მივიდოდა? ისე ჩანდა, თითქოს, მორიგი იმედგაცრუების სეზონი იყო პარიზელებისთვის. მბაპე წავიდა. რისი მიწღევა შეეძლო რეალურად პსჟს... როცა კვარამ მოაწერა პარიზულ კლუბთან კონტრაქტს ხელი, პსჟ სულ სხვა სიჩქარეზე გადაერთო.

პსჟ-ს ამ სეზონში ფაზებად დავყოფდი - პრე-კვარა და პოსტ-კვარა! მე ვფიქრობ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელზე, ის კვარაა - იმ გავლენის გათვალისწინებთ, რაც მან გუნდზე მოახდინა, რითაც პსჟ-ს სეზონი სრულიად შეცვალა, და რაც მერე გუნდმა მოედანზე შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ტრებლის მოგებით, ვიცი, რომ დემბელე, დიდი ალბათობით, მოიგებს "ოქროს ბურთს", ის ამას იმსახურებს, მაგრამ თუ ვსაუბრობთ პერსონაზე, რომელმაც ყველაფერი ასე სასიკეთოთ შეცვალა პსჟ-სთვის, ვფიქრობ, ეს ყველაფერი კვარას მისვლით დაიწყო. ასე რომ, ჩემი MVP კვარაცხელიაა".

"ვფიქრობ, კარგი ვარიანტია", - ამბობს ლიეს ბუზიდი, რომელმაც საუკეთესო ფეხბურთელად მოჰამედ სალაჰი დაასახელა. 

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ხვიჩა კვარაცხელია იანვარში 75 მილიონ ევროდ ნაპოლიდან პსჟ-ში გადავიდა. ხვიჩამ პარიზულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო. ახლა ის პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში საკლუბო მუნდიალზე ითამაშებს, შემდეგ კი ევროპის სუპერთასზე. ასე რომ, მხოლოდ პსჟ-ში წლეულს ხვიჩას 5 ტიტულის მოგება შეუძლია. 

betsson.sport

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ