

საქართველოსა და ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებს შორის გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 22 წლის შემტევი, ზურიკო დავითაშვილი დასახელდა.
"ბორდოს" გარემარბმა 42-ე წუთზე გენიალური გოლი გაიტანა და მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩინებული იყო. "ნარინჯისფერთა" კართან ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ ზურიკო წარმოადგენდა.
დავითაშვილმა მატჩის შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა.
"მადლობა გულშემატკივრობისთვის. ჩვენ გვჯეროდა, რომ პირველი ადგილის დაკავება შეგვეძლო. მადლობა გულშემატკივრებს, რომელთაც ეს საოცარი გარემო შექმნეს. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ახლა ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და მეოთხედფინალზე ვიფიქროთ. ვეცდებით, კვლავ გაგახაროთ.
ვხედავთ, ჩვენ წინააღმდეგ რა ფეხბურთელები თამაშობენ. როგორც ეროვნულ ნაკრებში აღვნიშნავ გოლს, ის ემოციები იყო ახლაც. ამ ნაკრებთან და ბიჭებთან ერთად დიდი ხანია მოვდივართ და დღეს მოედანზე ყველაფერი დავდეთ," - თქვა ზურიკომ.
შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის შეგირდები მეოთხედფინალში C ჯგუფის მეორეადგილოსანს შეერკინებიან. მათი მეტოქე ისრაელის, გერმანიის ან ჩეხეთის ეროვნული გუნდი იქნება.