გიორგი მიქაუტაძის შემდეგ გიორგი წიტაიშვილი მეცის ისტორიაში მეორე ქართველი ფეხბურთელი ხდება.
ქართველი ფეხბურთელი საფრანგეთში კიევის დინამოდან გადავიდა, რომელთანაც მას კონტრაქტი სწორედ მომდევნო ზაფხულამდე აკავშირებს.
გასული სეზონი წიტაიშვილმა ესპანურ გრანადაში გაატარა და ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.