VIDEO: ლიონელ მესიმ ორლანდო სიტის სათადარიგო სკამს დასცინა VIDEO: ლიონელ მესიმ ორლანდო სიტის სათადარიგო სკამს დასცინა » Footballnews VIDEO: ლიონელ მესიმ ორლანდო სიტის სათადარიგო სკამს დასცინა
გათიშვა

VIDEO: ლიონელ მესიმ ორლანდო სიტის სათადარიგო სკამს დასცინა

VIDEO: ლიონელ მესიმ ორლანდო სიტის სათადარიგო სკამს დასცინა
9 საათის და 39 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

MLS-ში „ორლანდო სიტისთან“ გამართულ დერბიში (4:2), ლიონელ მესიმ სეზონის პირველი გოლები გაიტანა და მატჩის 0-2-დან შემობრუნება შეძლო. 

ამერიკული დერბი ყოველთვის დიდი დაძაბულობით გამოირჩევა, რაც ხშირად ფეხბურთელებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადადის. ამჯერად ყურადღების ცენტრში მესი მოექცა.

ყველაზე ცხელი მომენტი მესის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა. „ინტერ მაიამი“ 24-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდა, თუმცა მესის ქამბექი 51-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან გატანილი ბრწყინვალე გოლით დაიწყო. საბოლოოდ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა საჯარიმო დარტყმით დუბლი გაიფორმა და ანგარიში 4:2 გახდა.

გოლის აღნიშვნისას ის მეტოქის სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ირონიულად ჰკითხა, ავტოგრაფი ხომ არ სურდათ.


FACEBOOK კომენტარები