• 04-09-2023
    სანდრო კალანდაძე: “რა თქმა უნდა, სანაკრებო სიაში ჩემი სახელის ხილვა გამიხარდა”
    სანდრო კალანდაძე: “რა თქმა უნდა, სანაკრებო სიაში ჩემი სახელის ხილვა გამიხარდა”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებში პირველად გამოიძახეს თბილისის “დინამოს” ცენტრალური მცველი, ალექსანდრე კალანდაძემ.

    ახალგაზრდა მოთამაშემ “დინამოს” პრესსამსახურს თავისი ემოციები გაუზიარა:

    “ყველა ფეხბურთელისთვის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ოცნებაა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა სანაკრებო სიაში ჩემი სახელის ხილვა. ვფიქრობ, რომ შრომა დამიფასდა და თუ შესაძლებლობა მომეცემა ყველაფერს გავაკეთებ ქართველი გულშემატკივრის გასახარებლად. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი ქვეყნის სახელის დაცვა ასეთ დონეზე შემეძლება, ეს რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისმგებლობაა”. - განაცხადა კალანდაძემ.

    Facebook კომენტარები