• 20-02-2024
    კიდევ ერთი აღიარება! - ხვიჩა კვარაცხელია ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
    კიდევ ერთი აღიარება! - ხვიჩა კვარაცხელია ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლის” 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს 25-ე ტურის შეხვედრაში “ჯენოას” წინააღმდეგ საოცარი შეხვედრა ჩაატარა.

    აღნიშნულ მატჩში ხვიჩამ გავლენიანი გამოცემა Sofascore-ს ვერსიით 8.41 შეფასება დაიმსახურა, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელი გახლავთ.

    შედეგად, ხვიჩა სერია ა-ს 25-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მასზე უკეთესი შეფასება მხოლოდ 4 მოთამაშეს ჰქონდა.

    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” მომდევნო შეხვედრას 22 თებერვალს “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩაატარებს.


    Facebook კომენტარები