• 20-02-2024
    "რატომ არ სჯერათ ჩვენი?" - "ბარსაში" გაკვირვებულები არიან
    "რატომ არ სჯერათ ჩვენი?" - "ბარსაში" გაკვირვებულები არიან
    Author of the article
    Aa

    როგორც იცით, "ბარსელონა" ხვალ ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. კატალონიელები მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს ნეაპოლში, ადგილობრივი "ნაპოლის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

    ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შანსებს ყველა სკეპტიკურად უყურებს, რაც მიმდინარე სეზონში გუნდის სუსტი თამაშითაა გამოწვეული. "ბლაუგრანას" საჩემპიონო ამბიციებს სერიოზულად არც ჟურნალისტები განიხილავენ და არც გულშემატკივრები.

    SPORT-ს თუ დავუჯერებთ, ასეთი მოცემულობა ძალიან აკვირვებთ "ბარსას" შემადგენლობის წევრებს.

    "რატომ არ სჯერათ ჩვენი?" - გასახდელში ეს შეკითხვა ხშირად გაისმის ხოლმე. მოთამაშეები საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი არიან და ფიქრობენ, რომ ტურნირის მოსაგებად შეუძლიათ ბრძოლა.

    ასეა თუ ისე, პირველი განაცხადის გაკეთება "ბლაუგრანას" ხვალვე შეეძლება. "ნაპოლისა" და "ბარსას" ჯახი "დიეგო არმანდო მარადონაზე" თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები