ოფიციალურად: ალკასერი "ბარსელონას" ფეხბურთელია

30-08-2016, 16:28

ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კატალონიის "ბარსელონამ" "ვალენსიადან" შეიძინა ესპანელი ფორვარდი პაკო ალკასერი.

ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი მესტალიას მკვიდრთან ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა, მაგრამ უარი ვერ თქვა კატალონიური გრანდის შემოთავაზებაზე და ახალ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"ბარსელონას" ეს ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა. მიმდინარე ზაფხულში "ბარსამ" უკვე მეორე ფეხბურთელი შეიძინა "ვალენსიადან". პირველი მათგანი პორტუგალიელი ნახევარმცველი ანდრე გომეშია.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით