12-04-2024
კიდევ ერთი აღიარება! - ირაკლი აზაროვი კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
Author of the article
დონეცკის “შახტარმა” უკრაინის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში შინ რუხის “ლვოვი” მიიღო და ანგარიშით 3:1 იმარჯვა.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ მატჩში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა “შახტარის” ახაპგაზრდა ქართველმა განაპირა მცველმა ირაკლი აზაროვმა.
აზაროვს კარგი თამაში დაუფასდა და Sport Arena-მ უკრაინის ჩემპიონატის 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც დაასახელა.
ცნობისთვის, 22 წლის ირაკლი აზაროვის აქტივში მიმდინარე სეზონში 2 საგოლე გადაცემაა.
ტეგები:
Facebook კომენტარები