• 24-04-2024
    მამარდაშვილის გრანდების სიაშია - პრემიერ ლიგის 3 გუნდი, "ატლეტიკო" და "მილანი"
    მამარდაშვილის გრანდების სიაშია - პრემიერ ლიგის 3 გუნდი, "ატლეტიკო" და "მილანი"

    როგორც მოგეხსენებათ, "ვალენსიას" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიმართ გრანდებისგან სერიოზული ინტერესია.

    გამოცემა, "ElDesmarque" მამარდას მსურველების შესახებ ახალ ცნობას ავრცელებს.

    წყაროს ინფორმაციით, "ღამურების" კარის დარაჯს "ნიუკასლი", "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მილანი" და მადრიდის "ატლეტიკო" აკვირდება, თუმცა გიორგის ერთი მთავარი პირობა აქვს.

    იწერება, რომ მეკარისთვის სათამაშო დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მას ძირითად შემადგენლობაში ყოფნის გარანტია სურს.

    ყველაზე სერიოზულ ინტერესს "მილანი" და "ატლეტიკო" იჩენენ.

    დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს "როსონერის" მაიკ მენიო დატოვებს, იტალიელებს კი ქართველი კარგ ვარიანტად მიაჩნიათ.

    რაც შეეხება "როხიბლანკოს", კლუბში ვეტერანი იან ობლაკის თამაშით კმაყოფილნი არ არიან, მისი წასვლის შემთხვევაში კი ისინი ქართველისთვის აუცილებლად გაიბრძოლებენ.

    ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ლა ლიგაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სავარაუდოა, რომ "ვალენსია" ქართველის სანაცვლოდ სწორედ 30-35 მილიონს მოითხოვს.

    Facebook კომენტარები