გათიშვა

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდთან ბრძოლით

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდთან ბრძოლით
2 თვის და 2 კვირის წინ
ალექსანდრე გავაშელი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ორგანიზაციის საშუალო წონაში მორიგი ბრძოლა ჩაატარა და ამერიკელი კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ბრძოლის დასაწყისშივე დოლიძემ უპირატესობა მოიპოვა, მეტოქე მიწაზე გადაიყვანა და უტევდა. საბოლოოდ, მთელი პირველი რაუნდი ქართველის კარნახით მიმდინარეობდა, რომანი ჰოლანდს ბევრს ურტყამდა, რის შემდეგაც მან ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

ეს გამარჯვება 36 წლის რომან დოლიძისთვის MMA-ის კარიერაში მე-14 იყო, ხოლო უშუალოდ UFC-ში მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 3 მარცხია, ბრძოლამდე ის საშუალო წონის რეიტინგში მე-10 ადგილზე იყო.

როგორც ცნობილი იყო, რომანი ბრძოლისთვის განარტირებულად 110 000 დოლარს მიიღებს, ხოლო ჰოლანდი - 350 000-ს. ჯერ უცნობია, ექნება თუ არა დოლიძეს ბონუსი გამარჯვებისთვის.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ