გათიშვა

“ქართველები ჩემი მეგობრები არიან, ჩვენ ომი არასდროს გვქონია” - მოვსარ ევლოევი

“ქართველები ჩემი მეგობრები არიან, ჩვენ ომი არასდროს გვქონია” - მოვსარ ევლოევი
1 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი ჭანტურია

როგორც მოგეხსენებათ, ქართველებსა და ინგუშებს ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს.

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ინგუშმა მებრძოლმა მოვსარ ევლოევმა საქართველოს შესახებ ისაუბრა:

"ქართველები მხარს მიჭერენ. ქართველებს და ინგუშებს დიდი, მეგობრული ისტორია გვაკავშირებს. ჩვენ პრაქტიკულად მეზობლები ვართ. მგონი კავკასიაში მხოლოდ ეს 2 ერია, რომელთაც ერთმანეთში ომი არ ჰქონიათ. მამაჩვენების თაობა გვეუბნებოდა, რომ ქართველისგან ყოველთვის კარგი მეგობარი დადგებაო და მე არ მაქვს არცერთი მიზეზი, რომ ამ მოსაზრების არ ვიწამო" - განაცხადა მოვსარ ევლოევმა.

ცნობისთვის, ევლოევს ილია თოფურიასთან დაპირისპირება სურს.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ