"ნაპოლის" შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც ირკვევა, ქართველი ვინგერი "პარტენოპეისთან" კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს.
ახალი ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კვარას ხელფასი 6 მილიონ ევრომდე გაიზრდება, სადაც ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული.
რაც შეეხება მის გამოსასყიდ თანხას, ხვიჩას სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევრო იქნება.
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს გაოფიციალურდება.