ლიგა 1-ის მე-15 ტურში "პსჟ"-მ "ლიონს" პარკ დე ფრანსზე უმასპინძლა.
მატჩი პარიზელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
გიორგი მიქაუტაძემ თამაში სასტარტოდან დაიწყო, მოედანზე 66 წუთი გაატარა და საფრანგეთის მთავარ გრანდს ლამაზი გოლიც გაუტანა.
გამოცემა "Sofascore"-მა ქართველის თამაში 7.1 ქულით შეაფასა, რაც "ლიონის" რიგებში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია.