აბუ-დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დააკავეს.
პოლიციის განმარტებით, დაპირისპირება სასტუმროს შესასვლელთან მოხდა, ხოლო კონფლიქტის მიზეზი მხარეებს შორის არსებული წარსული უთანხმოება გახდა.
„აბუ-დაბის პოლიციამ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარ ჩხუბში მონაწილე რვა ადამიანი დააკავა. დაპირისპირება მათ შორის არსებული წარსული უთანხმოების გამო დაიწყო. გარდა ამისა, დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ინციდენტს ვიდეოზე იღებდნენ.
დაკავებულების მიმართ გატარდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები და ისინი საქმის შემდგომი განხილვისთვის პროკურატურას გადაეცნენ.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფები, რომლებმაც დაპირისპირებაში მონაწილე პირები დააკავეს და კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აბუ-დაბის პოლიციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა მათთვის პრიორიტეტულია. უწყების განცხადებით, სამართალდამცველები მკაცრად რეაგირებენ ნებისმიერ ქმედებაზე, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მოქალაქეთა უსაფრთხოებას.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ