დიდი ამბავია! - საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს დიდი ამბავია! - საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს » Footballnews დიდი ამბავია! - საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს
გათიშვა

დიდი ამბავია! - საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს

დიდი ამბავია! - საბა ლაზიშვილს სატიტულო ბრძოლა შესთავაზეს
17 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ყაზახური ორგანიზაცია NAIZA MMA საბა ლაზიშვილს პირდაპირ სატიტულო ბრძოლას სთავაზობს. 

ქართველი მოჭიდავე, რომელიც მერაბ დვალიშვილთან ერთად დაღესტანელებს შეებრძოლა, მთელმა საბრძოლო სამყარომ გაიცნო. 

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ 21 წლის ბიჭი ამრუ მაგომედოვს, ტაგირ ულანბეკოვს და უსმან ნურმაგომედოვს უსწორდება. ეს ვიდეო საკმარისი იყო, რომ NAIZA MMA-ს ქართველისთვის სატიტულო ჩხუბი შეეთავაზებინა.

"ჩვენ ვნახეთ თქვენი სიმამაცე და სიმშვიდე ბრძოლისას. შთაბეჭდილების ქვეშ ვართ თქვენი ქმედებით. გვსურს შემოგთავაზოთ კონტრაქტი ჩვენს პრომოუშენთან. 

"თქვენ შეგიძლიათ მაშინვე იბრძოლოთ ჩემპიონის ტიტულისთვის. ველით თქვენს გამოხმაურებას", - წერს NAIZA MMA


გირჩევთ