აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და ნურმაგომედოვების გარემოცვას შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ხვიჩა კვარაცხელიას Instagram-ზე გამოწერა გაუუქმა.
აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პარი სენ-ჟერმენის ქართველმა ვარსკვლავმა მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს საჯაროდ მხარდაჭერა გამოუცხადა და მათზე თავდასხმა მკაცრად დაგმო.
„მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადა თქვენს დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან და, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, – დაწერა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება უსმან ნურმაგომედოვი ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილს და სახეში ურტყამს, რის შემდეგაც მხარეებს შორის მასობრივი ჩხუბი იწყება.
დაპირისპირების შემდეგ აბუ-დაბის პოლიციამ ინციდენტთან დაკავშირებით 10 ადამიანის დაკავება დაადასტურა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ