გათიშვა

"ეს რუსეთის ნაკრების მიმართ დიდი უპატივცემულობაა" - ომარ თეთრაძის ხმაურიანი განცხადება

"ეს რუსეთის ნაკრების მიმართ დიდი უპატივცემულობაა" - ომარ თეთრაძის ხმაურიანი განცხადება
5 დღის და 6 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე

რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ, რაც რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა მდივანმა მაქსიმ მიტროფანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებს 11 ოქტომბერს პაკისტანთან უნდა ეთამაშა, აღნიშნული მატჩი გაუქმდა. 

ამ ყველაფერთან დაკავშირებით "იბერიას" ყოფილმა მწვრთნელმა, ომარ თეთრაძემ კომენტარი გააკეთა. 

"რუსებს პაკისტანელებთან, რომ ეთამაშათ, სრული აბსურდი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სანქციების ქვეშ ვართ, რუსეთის ნაკრებს ასე არ უნდა მოექცნენ. ეს უკვე უპატივცემულობაა.

"რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარპინმა სწორად თქვა, რომ სჯობს, ასეთი მატჩები არ ვითამაშოთ. რა აზრი აქვს ადგილობრივ კლუბებთან თამაშს? 

"მიმაჩნია, რომ დადგება დრო, როდესაც ყველა ქვეყანა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე იოცნებებს", - თქვა თეთრაძემ.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ