Tuttosport-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედს" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფედერიკო დი მარკოს დამატება სურდა, თუმცა მილანის "ინტერისგანაც" და თავად ფეხბურთელისგანაც უარი მიიღო.
იტალიელ მარცხენა მცველს, რომელსაც "ნერაძურისთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა.
"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი ხელმძღვანელობისგან ახალი მარცხენა მცველის მოყვანას ითხოვს, რომელმაც მის 33 სქემაში უნდა დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი. "ემიუს" ასევე დაუკავშირეს "მილანის" ტეო ერნანდესი და "პარი სენ ჟერმენის" ნუნუ მენდეში.
წყაროს თანახმად, პრიორიტეტული სამიზნე დი მარკო იყო, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ფედერიკოს "ჯუზეპე მეაცას" დატოვება არ უნდა.
27 წლის ფლანგელის თაობაზე "ინტერს" ლონდონის "არსენალიდანაც" დაუკავშირდნენ. მათი ბანაკის პასუხი ანალოგიური გახლდათ.
მიმდინარე სეზონში დი მარკომ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაგარი 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.