ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილი იტალიური გრანდის, ტურინის „იუვენტუსის“ სკაუტების რადარებზე მოხვდა.
რას წერს სკირა: „ტურინის „იუვენტუსი“ აკვირდება ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, 2009 წელს დაბადებულ ანდრია ბართიშვილს, რომელიც ფოთის „კოლხეთში“ თამაშობს და რომელსაც „ახალ კვარაცხელიად“ მიიჩნევენ“. გამოცემა TUTTOmercatoWEB-ის ცნობით, „ბებერი ქალბატონის“ ტექნიკურ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის კარგი ურთიერთობა აქვს ბართიშვილის წარმომადგენლებთან, მამუკა ჯუღელთან და კრისტიან ძაკარდოსთან (რომელთა შუამავლობითაც „ნაპოლიმ“ ბათუმის „დინამოდან“ ხვიჩა კვარაცხელია დაიმატა), და ამ გარემოებამ შესაძლოა ტურინელები ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზე აღმოჩნდნენ.
ცნობისთვის, 16 წლის ბართიშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. ანდრია შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და ამ სეზონიდან ფოთის „კოლხეთის“ ღირსებას იცავს. ბართიშვილს საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გოლია.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
