გათიშვა

"კვარაზე ვთქვი: 5 წელი რუსეთში ვმუშაობდი, თუმცა მასში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ თქო..." - ლუჩანო სპალეტი იხსენებს, თუ როგორ დაადუმა ხვიჩამ

"კვარაზე ვთქვი: 5 წელი რუსეთში ვმუშაობდი, თუმცა მასში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ თქო..." - ლუჩანო სპალეტი იხსენებს, თუ როგორ დაადუმა ხვიჩამ
1 დღის და 21 1 საათის წინ
გიორგი სოხაძე

"ნაპოლის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს:

“როცა ნაპოლიში კვარაცხელიას ვიფორმებდით, ბევრს ვფიქრობდით, რადგან ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ვარჩევდით მოთამაშეებს, ვინც ინსინიეს ღირსეულად შეცვლიდან"

"ჯუნტოლის ვუთხარი, რომ 5 წელი რუსეთში ვმუშაობდი და მასზე ბევრი ვიცოდი, თუმცა ბოლომდე დარწმუნებულები მაინც არ ვიყავით"

"როცა კვარაცხელია მოვიდა, აშკარა იყო, რომ ბევრ რამეში ჰქონდა მოსამატებელი. ვუყურებდით, როგოც ვითარდებოდა და აუმჯობესებდა სირბილებსა თუ დარტყმებს მარჯვენა ფეხით, თავით, მარცხენა ფეხით"

"ქართველებს მივმართავ – თქვენ გყავთ ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც გადის დიდი დიეგო მარადონას გზას!”, - თქვა სპალეტიმ.

FACEBOOK კომენტარები