"ბარსელონაში" რობერტ ლევანდოვსკის მომავალი აფიქრებთ, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, ხელმძღვანელობაში ზოგიერთი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ პოლონელ თავდამსხმელს ზაფხულში დაემშვიდობებიან და ახალ ცხრიანს იყიდიან, ზოგიერთი კი რობერტის შენარჩუნებას ემხრობა, რადგან მისი დონის ცენტრფორვარდის მოძებნა რთული იქნება.
ცხადია, კლუბში ბევრს ანერვიულებს ის ფაქტი, რომ 36 წლის გოლეადორის ეფექტურობა საგრძნობლადაა შემცირებული; თან ეს იმ ფონზე, როცა კატალონიელებს მასთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება ჰქონდათ განზრახული.
ლევანდოვსკის ენდობიან, თუმცა მას შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონდეს. თუ შექმნილ მდგომარეობიდან გამოსავალს რობერტი მინდორზე ვერ გამოაჩენს, "ბლაუგრანას" რადიკალური ზომებისთვის მოუწევს მიმართვა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ შეხვედრებში "ბარსას" ცხრიანმა რეალური საგოლე მომენტები გაანიავა, რითაც ქულების დაკარგვას შეუწყო ხელი.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში ლევანდოვსკის მონაგარი 24 გოლი და 3 ასისტია.