"ნაპოლის" ყოფილი და იტალიის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეულ.
მან არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მის ყოფილ შეგირდზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე.
ლუჩანომ კვარას ამჟამინდელ ფორმაზე გააკეთა კომენტარი და ქართველ ვინგერს ერთი რჩევაც მისცა, რათა ისევ ისე ითამაშას, როგორც მის დროს:
"კვარა ძალიან ძლიერი, თუმცა მგრძნობიარე ბიჭია, ამიტომ საჭიროა მტკიცე ხასიათი შეინარჩუნოს. ტექნიკურად ის ძალიან მაღლა დგას და უსაზღვრო კლასი აქვს. უმჯობესი იქნებოდა, მინდორზე პაუზები ხშირად აიღოს, რადგან როცა მოძრაობას იწყებს, მისი შეჩერება შეუძლებელია", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.