ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლიმ" შესაძლოა სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიუროს.
როგორც გამოცემა "Football Italia" წერს, ანტონიო კონტემ ერთი ტრანსფერი უკვე დაგეგმა.
ირკვევა, რომ "პარტენოპეის" მწვრთნელის მთავარი სამიზნე "რომას" ფეხბურთელის, პაოლო დიბალას დამატება იქნება.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელ შემტევს "ჯალაროსისთან" კონტრაქტი მომდევნო წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს.