გათიშვა

ხვიჩა კვარაცხელია - პსჟ-ში გადმოსვლამდე დონარუმას დავურეკე, მან კი ასეთი რამ მითხრა

ხვიჩა კვარაცხელია - პსჟ-ში გადმოსვლამდე დონარუმას დავურეკე, მან კი ასეთი რამ მითხრა
2 კვირის და 3 დღის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით ერგება. გავრცელებული ცნობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანაზღაურება სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება.

ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად ხვიჩა კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ.

კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კვარამ განაცხად, რომ პარიზში გადასვლამდე ჯანლუიჯი დონარუმას ესაუბრა.

- დიახ, რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ - მაგალითად, ფაბიანს (რუისს), ვისთან ერთადაც „ნაპოლიში“ ვთამაშობდი. და ვიცნობ ჯიჯოს (დონარუმა), რომელთანაც „პარი სენ-ჟერმენში“ გადმოსვლამდე ვისაუბრე. მან მხოლოდ კარგი რამ მითხრა ამ კლუბზე.

FACEBOOK კომენტარები