დაახლოებით 1 წლის წინ საქართველოს მთავრობამ დაანონსა, რომ თბილისში მაღალი დონის სტანდარტების სტადიონი აშენდებოდა, რომელიც 70 000 ადამიანზე იქნებოდა გათვლილი.
ამასთან დაკავშირებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყრილობა გამართა.
"29 იანვარს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა სპორტის საზოგადოებასთან სპორტის რეფორმა და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილა.
მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო, სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს, მათ შორის, საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის კუთხით.
შეხვედრას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ასევე მოქმედი და ვეტერანის სპორტსმენები ესწრებოდნენ.
მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს. სტადიონის კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები ჩაერთვებიან.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს.", - ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ