რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის შემდეგ » Footballnews რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის შემდეგ
გათიშვა

რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის შემდეგ

რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის შემდეგ
56 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"პირველი ტაიმი კარგი იყო. ყველაზე კარგი რაც მოხდა ის იყო, რომ ამ მოკლე დროში ძალიან ბევრი დადებითი რამ გაკეთდა გუნდში.

"დაცვის ხაზი კარგად მუშაობდა. გამოჩნდა, რომ სამუშაო ძალიან ბევრია. ყველაზე კარგი არის ის, რომ გვაქვს რესურსი და დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრები უფრო დაიხვეწება.

"უკეთესები ვიყავით უფრო ხშირ მომენტებში. გარისკვა შეიძლებოდა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ბევრი ფაქტორი. მიუხედავად პირველ თამაშში მარცხისა, ჩვენ გვჭირდებოდა პოზიტივი. 

"შედარებით მოვერიდეთ რისკს, რადგან შეიძლეობოდა, ცუდი შედეგი მიგვეღო. ვფიქრობ, რომ მაინც ნორმალურად დამთავრდა დღევანდელი დღე.

"ბოლო 25 წუთი გუნდი საკმაოდ დაიღალა. აქცენტი გაკეთდა როტაციაზე. 

"დღევანდელი საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელიც უნდა თამაშობდეს ვინგერებით. თუ ჩვენ შეტევის დალაგებაზე ვსაუბრობთ ამისთვის ცოტა დრო გვქონდა.

"ჩვენი ნაკრები მიდის იქით, რომ შეიცვალოს სისტემა და ეს უნდა მოხდეს არა სპონტანურად, არამედ ეტაპობივრად.

"დიდი ხანია ამ სისტემით ვთამაშობთ და სწორედ ამიტომ არ შეიცვალა სათამაშო სქემა.

"ყველაფერი უნდა დაიხვეწოს დრო და დრო. რაც დრო გადის, უფრო მეტი უნდა მომთხოვოთ თქვენ მე, და მე გუნდს", - თქვა რამაზ სვანაძემ. 

გირჩევთ