რამაზ სვანაძის სრული პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის წინ რამაზ სვანაძის სრული პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის წინ » Footballnews რამაზ სვანაძის სრული პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის წინ
გათიშვა

რამაზ სვანაძის სრული პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის წინ

რამაზ სვანაძის სრული პრესკონფერენცია უკრაინასთან მატჩის წინ
1 საათის და 15 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

28 სექტემბერს საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე უკრაინას უმასპინძლებს.

მატჩის წინა დღეს ჩვენი გუნდის ახალმა თავკაცმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა:

"ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდაა. მადლობა მინდა, გამოვაცხადო იმ ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ იყო და იქნება. . 

"ველოდები იმას, რომ გვვექნება სწორი ემოცია და სწორი რეაქცია, რაც მოხდა წინა მატჩში. 

"გარდა ამისა, ყოველთვის მუშაობს ის ფაქტორი, რომელიც მწვრთნელთან არის დაკავშირებით და ამიტომ ხვალ ველოდები ერთიანობას, რაც იყო წინა თამაშებში.

"საქართველოს ნაკრების გეგმა იქნება, რომ მივიღოთ სტაბილურობა, რომელიც ასახული იქნება შედეგბში. სწორი მიდგომების და სწორი მუშაობის შემთხვევაში ვფიქრობ, მოვიპოვეთ ამ სტაბილურობას.

"ანგარიშზე კომენტარს არ გავაკეთებ. ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ დავაფიქსიროთ დადებითი შედეგი. მინდა, მენტალურად გუნდი ისე იყოს განწყობილი, რომ ყოვლეთვის დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.

"კრიტიკა? შენიშვნა და კრიტიკა უნდა იყოს სწორი მიმართულებით ისე, რომ ამ შენიშვნის მიღება არ გაჭირდეს.

"უკრაინის ნაკრებში მწვრთნელის ცვლილების შემდეგ შეინეშნება მათი პროგრესი. მეტოქის თამაში უფრო კომბინაციური და დომინანტურია. 

"რაც შეეხება იეგოიანს, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი პროგრესი თვალსაჩინოა და თუ რა დრო მიეცემა მას, ამას ვიხილავთ.

"ვფიქრობ, ოქროს ბურთი უნდა მოიგოს ხვიჩა კვარაცხელიამ. მას მინდა წაარმატება ვუსურვო", - თქვა რამაზ სვანაძემ.

გირჩევთ