ევროპა ლიგის ბოლო ტურში "ლიონი" "ლუდოგორეცს" უმასპინძლებს.
მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინ დროებით მთავარ მწვრთნელთან, ხორხე მასიელისთან ერთად გიორგი მიქაუტაძე წარდგა, რომელმაც არაერთ საინტერესო კითხვას უპასუხა, მათ შორის ყოფილ თავკაცზე, პიერ საჟზე:
"რა თქმა უნდა, საჟის წასვლამ ჩვენზე იმოქმედა. გასულ სეზონში მან შესანიშნავი სამუშაო გასწია და გუნდი ევროპა ლიგაზე გაიყვანა. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ ისევე მოვემზადოთ, როგორც სხვა შეხვედრებისთვის. პროფესიონალები ვართ, ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და წინ ვიაროთ. მერვედფინალში გასასვლელად ხვალ უნდა გავიმარჯვოთ. ეს ევროტურნირია, კონკურენტუნარიანი გუნდი.
კლუბის მფლობელი ჯონ ტექსტორი გვესაუბრა და აგვიხსნა, რატომ მიიღო საჟის გადაყენების გადაწყვეტილება. პიერი გასულ წელს გავიცანი, ის ისეთი ადამიანია, რომელიც მუდამ ღიაა დისკუსიისთვის და რომელსაც მთელი გუნდი აფასებს. მას მხოლოდ მადლობა შეგვიძლია გადავუხადოთ", - თქვა ქართველმა ფორვარდმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული მატჩი ჩვენი დროით ღამის 00:00 საათზე აიღებს სტარტს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
