100 მილიონი მაგიდაზეა - ხვიჩას შემდეგ "პსჟ" "რეალის" ვარსკვლავს ყიდულობს 100 მილიონი მაგიდაზეა - ხვიჩას შემდეგ "პსჟ" "რეალის" ვარსკვლავს ყიდულობს » Footballnews 100 მილიონი მაგიდაზეა - ხვიჩას შემდეგ "პსჟ" "რეალის" ვარსკვლავს ყიდულობს
გათიშვა

100 მილიონი მაგიდაზეა - ხვიჩას შემდეგ "პსჟ" "რეალის" ვარსკვლავს ყიდულობს

100 მილიონი მაგიდაზეა - ხვიჩას შემდეგ "პსჟ" "რეალის" ვარსკვლავს ყიდულობს
1 წლის და 8 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე

ცნობილი გამოცემა "Fichajes" "პარის სენ-ჟერმენის" სატრანსფრო გეგმებზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, პარიზული გრანდი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის როდრიგო გოეშის სანაცვლოდ ზაფხულში 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს 

როგორც იწერება, "პსჟ"-ს მთავარი სამიზნე სწორედ ბრაზილიელი გარემარბი იქნება. 

რაც შეეხება მადრიდელთა პოზიციას, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა თანხად დათმობენ "თეთრები" როდრიგოს. 

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელ შემტევს "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.