როგორც მოგეხსენებათ, “ფრაიბურგმა” შინ “ჰაიდენჰაიმი” მიიღო და ანგარიშით 1:0 იმარჯვა.
აღნიშნილ შეხვედრაში სტუმართა რიგებში ქართველმა ლეგიონერმა ბუდუ ზივზივაძემ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.
გავლენიანი გამოცემა Sofascore-ს ვერსიით ბუდუმ 7.1 შეფასება დაიმსახურა, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელი გახლავთ.
ცნობისთვის, ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.