როგორ დაეხმარება კლუბი 30 წლის გარდაცვლილი ხესუს მიგელის ოჯახს როგორ დაეხმარება კლუბი 30 წლის გარდაცვლილი ხესუს მიგელის ოჯახს » Footballnews როგორ დაეხმარება კლუბი 30 წლის გარდაცვლილი ხესუს მიგელის ოჯახს
გათიშვა

როგორ დაეხმარება კლუბი 30 წლის გარდაცვლილი ხესუს მიგელის ოჯახს

როგორ დაეხმარება კლუბი 30 წლის გარდაცვლილი ხესუს მიგელის ოჯახს
1 საათის და 38 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

„ტენერიფემ“ ტრაგიკულად გარდაცვლილი თავდამსხმელის, ხესუს დე მიგელის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა. ესპანურმა კლუბმა გადაწყვიტა, ფეხბურთელის ქალიშვილს, კარლას, ფინანსური დახმარება გაუწიოს მანამ, სანამ ის 18 წლის გახდება.

კარლა ამჟამად მხოლოდ 1 წლისა და 4 თვისაა. კლუბის გადაწყვეტილებით, გოგონას ფინანსური მხარდაჭერა სრულწლოვანებამდე გაგრძელდება.

„ტენერიფეს“ ეს ინიციატივა ფეხბურთელის ოჯახის მიმართ თანადგომისა და პატივისცემის განსაკუთრებული გამოხატულებაა. ხესუს დე მიგელის გარდაცვალებამ საფეხბურთო საზოგადოებაში დიდი მწუხარება გამოიწვია.



გირჩევთ