2025 წლის იანვარში ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიაში პრემიერ ლიგის მატჩები გაჩნდა.
ერთ-ერთი აზიური გამოცემა აღწერს, თუ როგორ უყურებენ ჩრდ. კორეის მოსახლეები ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატს:
"ჩრდილოეთ კორეაში სრულად არის უგულებელყოფილი მატჩებზე საავტორო უფლებები. ჩრდილოეთ კორეას არ აქვს პრემიერ ლიგის მატჩების ტრანსლაციის უფლებები - ეს შეთანხმება შეიძლება არღვევდეს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც ქვეყნის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების წინააღმდეგაა მიმართული. "როგორ იღებს KCTV კადრებს, საიდუმლოა
გაშუქება არ არის ყოვლისმომცველი. როგორც წესი, 90-წუთიანი მატჩი ერთ საათამდეა დამონტაჟებული, ინგლისურ ენაზე ეკრანის გრაფიკა კორეულითაა გადაფარული. სხვა ლოგოები ვიდეოზე დაბლარულია, სავარაუდოდ, იმ უცხოური მაუწყებლის სახელის დასაფარად, საიდანაც მატჩები აქვთ აღებული.
2024-2025 წლების პრემიერ ლიგის სეზონის გაშუქება 13 იანვარს, "იფსვიჩსა" და "ლივერპულს" შორის მატჩით დაიწყო - თამაშის ჩატარებიდან 150 დღის შემდეგ. შემდეგი ტრანსლაცია, ორი დღის შემდეგ, ასევე იყო მატჩი, რომელიც წინა აგვისტოში ჩატარდა.
KCTV პრემიერ ლიგის 380 მატჩიდან მხოლოდ მცირე ნაწილს აჩვენებს, და ისინი, რომლებიც გადაიცემა, როგორც წესი, მინიმუმ სამჯერ მეორდება. 2023-2024 წლების სეზონიდან მხოლოდ 21 მატჩი აჩვენეს"
მომზადებულია Ambebi.ge-ის მიეხდვით.