სომეხ გულშემატკივართა ორი ორგანიზაცია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვს.
სომხეთის ნაკრებს საქართველოს ეროვნულ გუნდთან მოახლოებულ დაპირისპირებაში გულშემატკივართა ორი ორგანიზაციის მხარდაჭერა მოაკლდება. ფანკლუბებმა, First Armenian Front-მა და Red Eagles-მა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომეხი ქომაგები ადგილობრივი კლუბებისა და ეროვნული ნაკრების მატჩების ბოიკოტირებით იმუქრებიან.
“ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტირებას კლუბებისა და ეროვნული ნაკრების მატჩების ბოიკოტირებას იქამდე, სანამ თანამდებობას არ დაატოვებინებენ არმენ მელიკბეკიანს. საბოტაჟი გავრცელდება ყველა თამაშზე იქამდე, სანამ ფედერაციის რომელიმე წარმომადგენელი მისი ხელმძღვანელის გათავისუფლების საკითხს არ ჩვენთან არ განიხილავს”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სომხური სპორტული მედია აქვეყნებს.
ამავდროულად, სომეხი გულშემატკივრები წინასწარ ბოდიშს უხდიან ფეხბურთელებს და იმ პირებს, რომლებიც საფეხბურთო მატჩების ორგანიზებასთან არიან დაკავშირებულნი.
სომხეთში ფანატების პროტესტი 2024 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალეკსანდრ პეტრაკოვი გაათავისუფლეს. ქომაგებმა მაშინვე მოითხოვეს მელიკბეკიანის გადადგომა, თუმცა მათ პროტესტს ფედერაციისგან რეაქცია არ მოყოლია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან ერთად ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. ვილი სანიოლის გუნდი მეტოქეს 20 მარტს სტუმრად ეთამაშება, სამი დღის შემდეგ კი “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. სულ ცოტა ხნის წინ სომხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 61 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი იონ ვან’ტ სხიპი დაინიშნა
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ