"აი, ახლა რას იტყვით, ტრენტმა კვარას ჩაუტარა" - რას წერენ "ლივერპულის" ფანები მატჩის შემდეგ "აი, ახლა რას იტყვით, ტრენტმა კვარას ჩაუტარა" - რას წერენ "ლივერპულის" ფანები მატჩის შემდეგ » Footballnews "აი, ახლა რას იტყვით, ტრენტმა კვარას ჩაუტარა" - რას წერენ "ლივერპულის" ფანები მატჩის შემდეგ
გათიშვა

"აი, ახლა რას იტყვით, ტრენტმა კვარას ჩაუტარა" - რას წერენ "ლივერპულის" ფანები მატჩის შემდეგ

"აი, ახლა რას იტყვით, ტრენტმა კვარას ჩაუტარა" - რას წერენ "ლივერპულის" ფანები მატჩის შემდეგ
1 წლის და 6 თვის წინ
გიორგი სოხაძე

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში "პსჟ"-მ "ლივერპულს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ცვლილებაზე შემოსულმა ჰარვი ელიოტმა 87-ე წუთზე გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 78 წუთი გაატარა.

კვარამ ძალიან მაგარი თამაში შემოგვთავაზა და კარში 4-ჯერ დაარტყა.

ქართველმა ლამაზი გოლიც გაიტანა, თუმცა თამაშგარის გამო გაუქმდა.

ამის ფონზე ალისონ ბეკერს სასწაული მატჩი ჰქონდა. 

ჯამში 9 სეივი და 9,4 ქულა.

"ლივერპულის" ფანები მატჩს საინტერესოდ ეხმაურებიან და კომენტარებს ქართველზეც წერენ:

"აი, ახლა რას იტყვით, კვარაცხელია დაიკეტა"

"ტრენტმა კვარას ჩაუტარა, ერთი-ერთზე ვერ გასცდა"

"კვარაცხელიამ კარგად ითამაშა, მაგრამ არნოლდს ვერ გასცდა"

"კვარა ტრენტს გაურბოდა, ხან შუაში ხან მარჯვნივ, გოლიც მარჯვნიდან გაიტანა"

"ტრენტის მასტერკლასი დაცვაში!"

"რა მატჩი მოვიგეთ, ენფილდზე უშანსოდ არიან"

გირჩევთ