ქართველი კომენტატორი ანდრო ხელაძე ევროპის ლიგაზე სტიაუასთან გიორგი მიქაუტაძის გაბრწყინებას ეხმაურება:
ფანტასტიკური ფორვარდია ჟორჟ მიქაუტაძე. ულიმიტო. თუ გაეხსნა, შეუჩერებელი.
2 გოლი და 2 ასისტი ევროპა ლიგის პლეი ოფში. ეს შეუძლია ჟორჟს.
ტექნიკური, სწრაფი, კარგი პასით, მუდამ შანსის ძიებაში, მუდამ კარზე დაგეშილი.
მახვილი კუთხე მისთვის არ არსებობს - ყველა წერტილიდან ურტყამს!
ამსტერდამში ახლა ნანობენ, მაგრად ნანობენ. როდის იყო აიაქსი ასეთ შეცდომებს უშვებდა? აბა, ამ ბიჭის მარცხენა ნახევარმცველად დაყენება შეიძლებოდა? ან სკამზე დასმა?
და არამხოლოდ ამსტერდამში ნანობენ… X-ზე შევიარე და ფრანგები წუწუნებენ, ეს ბიჭი ჩვენი ნაკრებისთვის ზედგამოჭრილიაო. საფრანგეთის ნაკრებზეა საუბარი… ბოლო დეკადაში ყველაზე მეტად რომ ჭირს განაცხადში მოხვედრა, მაგ საფრანგეთის ნაკრებზე.
საბედნიეროდ ჟორჟს გოლები საქართველოსთვის გააქვს და საბედნიეროდ, როგორც იქნა საკლუბო დონეზეც გაიხარა.
მძიმე სტარტის შემდეგ, სეზონის ასე შემოტრიალება მხოლოდ მსოფლიო კლასის ფორვარდებს, სათანადო მენტალობის და თავდაჯერების მქონე ბიჭებს გამოსდით და ჟორჟი ზუსტად ასეთია.
მე კი ისევ გავაგრძელებ უეფას სუპერ თასზე ფრანგული დაპირისპირების გაწურვას, რომელიც ისეთი წარმოუდგენელიც აღარ ჩანს, როგორც თავდაპირველად.
თუ ხვიჩამ ენფილდზე მოიგო, ჟორჟმაც იფრინოს ოცნებების თეატრში - რატომაც არა?
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ