უკრაინელი ძიუდოისტი, დარია ბილოდიდი სპორტის სახეობას იცვლის და ძიუდოდან ფეხბურთში გადადის. უკრაინულმა ქალთა საფეხბურთო კლუბმა, მეტალისტ 1925-მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დარია ბილოდიდი მათი გუნდის ღირსებას დაიცავს და კლუბში ვარჯიშს მალე დაიწყებს.
დარიამ ხარკოვის კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ბილოდიდი მეტალისტში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მეტალისტმა შარშანდელი სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. კლუბში იმედი აქვთ, რომ დარიას ტრანსფერი მათ პოპულარობას გაზრდის და ის კლუბს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
უკრაინის ქალთა ჩემპიონატის ბოლო სეზონის გამარჯვებული პოლტავის ვორსკლა გახდა.
ბილოდიდი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია 48 კგ წონით კატეგორიაში. დარია 2024 წელს პარიზში გამართულ ოლიმპიადას დისკვალიფიკაციის გამო მერვედფინალში გამოეთიშა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ