ეს მაგრად დაგვეხმარება - კარგი ამბავი საქართველოსთვის უნგრეთთან მატჩის წინ ეს მაგრად დაგვეხმარება - კარგი ამბავი საქართველოსთვის უნგრეთთან მატჩის წინ » Footballnews ეს მაგრად დაგვეხმარება - კარგი ამბავი საქართველოსთვის უნგრეთთან მატჩის წინ
გათიშვა

ეს მაგრად დაგვეხმარება - კარგი ამბავი საქართველოსთვის უნგრეთთან მატჩის წინ

ეს მაგრად დაგვეხმარება - კარგი ამბავი საქართველოსთვის უნგრეთთან მატჩის წინ
12 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

უნგრეთის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ერთა ლიგაზე საქართველოსთან გასვლითი და ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მატჩებისთვის ემზადება, შესაძლოა, დომინიკ სობოსლაი ვერ დაეხმაროს – ინფორმაციას უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.

„უნგრეთის ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ორშაბათს შეიკრიბა, თუმცა ყველამ ვერ ივარჯიშა. დომინიკ სობოსლაიმ, დადგენილი პროტოკოლების თანახმად, სამედიცინო შემოწმება გაიარა; ნაკრების სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კაპიტანი რაც შეიძლება მალე იყოს მწვრთნელთა განკარგულებაში. თუმცა მომავალ თამაშებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ბოლო მომენტში მიიღებენ.

სობოსლაის გარდა, რეაბილიტაციას გადის დანიელ ლუკაჩი, რომელიც „პუშკაშ აკადემიის“ შემადგენლობაში თამაშისას დაშავდა და შეცვლა დასჭირდა. ბენდეგუზ ბოლა და მილოშ კერკეზი კი სამშაბათს ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ. გუნდი თბილისში პარასკევს გაემგზავრება“, – ნათქვამია უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გირჩევთ