სამწუხარო სიახლე მამარდასთან დაკავშირებით - რა გადაწყვეტილება მიიღო ალისონმა სამწუხარო სიახლე მამარდასთან დაკავშირებით - რა გადაწყვეტილება მიიღო ალისონმა » Footballnews სამწუხარო სიახლე მამარდასთან დაკავშირებით - რა გადაწყვეტილება მიიღო ალისონმა
გათიშვა

სამწუხარო სიახლე მამარდასთან დაკავშირებით - რა გადაწყვეტილება მიიღო ალისონმა

სამწუხარო სიახლე მამარდასთან დაკავშირებით - რა გადაწყვეტილება მიიღო ალისონმა
2 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე

„ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი კლუბის დატოვებას არ გეგმავს და მზად არის, მერსისაიდელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

როგორც The Athletic იტყობინება, 34 წლის კარის დარაჯი „ლივერპულში“ თავს ბედნიერად გრძნობს და „ენფილდზე“ კარიერის გაგრძელება სურს. მისი წარმომადგენლები კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„ჩემი სურვილია, აქ დავრჩე. ბედნიერი ვარ, ჩემი ოჯახიც ბედნიერია. კვლავ მსურს ტიტულების მოგება და უმაღლეს დონეზე თამაში. მინდა, ეს რაც შეიძლება დიდხანს გავაგრძელო.

კლუბთან პირადად არ მისაუბრია, თუმცა ჩემი აგენტი ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს“, – განაცხადა ბრაზილიელმა მეკარემ.

აღსანიშნავია, რომ ალისონს მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურება. შესაბამისად, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ბრაზილიელს მომავალი ზაფხულიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება გუნდის დატოვება.

შეგახსენებთ, რომ ალისონ ბეკერი „ლივერპულს“ 2018 წელს „რომადან“ შეუერთდა. მას შემდეგ ბრაზილიელმა მერსისაიდელებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის პრემიერ ლიგა.

ამასთან, „ლივერპულის“ შემადგენლობაში ირიცხება საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილიც, რომელსაც ალისონის სახით ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის გამოცდილი კონკურენტი ჰყავს.


გირჩევთ