"WhatsApp-ის ჯგუფში კვარამ ეს მოგვწერა" - ვიტინია "WhatsApp-ის ჯგუფში კვარამ ეს მოგვწერა" - ვიტინია » Footballnews "WhatsApp-ის ჯგუფში კვარამ ეს მოგვწერა" - ვიტინია
გათიშვა

"WhatsApp-ის ჯგუფში კვარამ ეს მოგვწერა" - ვიტინია

"WhatsApp-ის ჯგუფში კვარამ ეს მოგვწერა" - ვიტინია
1 საათის და 40 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

გამოცემა DAZN-ს „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ვიტინია ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა. 

„ბარსელონასთან“ მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ „კვარას“ ოპერაცია ჩაუტარდა და, ვიტინიას თქმით, მან პარიზელ თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ხვიჩა WhatsApp-ის ჯგუფში გველაპარაკა და გვითხრა: „მადლობა მხარდაჭერისთვის“. თითოეულმა ჩვენგანმა ცალ-ცალკეც მიწერა. 

"იმედი გვაქვს, კარგად დაბრუნდება და სარეაბილიტაციო პერიოდს სწორად გაივლის. 

"მას ძალიან დიდი დრო აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 100 პროცენტით მზად იყოს, დასაბრუნებლად. ყველანი მის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ", - თქვა ვიტინიამ.

გირჩევთ