ვინ არის ქართველი ფეხბურთელი, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 2566%-ით გაიზარდა ვინ არის ქართველი ფეხბურთელი, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 2566%-ით გაიზარდა » Footballnews ვინ არის ქართველი ფეხბურთელი, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 2566%-ით გაიზარდა
გათიშვა

ვინ არის ქართველი ფეხბურთელი, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 2566%-ით გაიზარდა

ვინ არის ქართველი ფეხბურთელი, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 2566%-ით გაიზარდა
1 თვის წინ
გიორგი სოხაძე

"Transfermarkt"-მა ფეხბურთელთა ფასები განაახლა.

ქართველი ფეხბურთელების უმეტესობის სატრანსფერო ღირებულებები გაიზრდა.

გამოსარჩევი კი "ემპოლის" 20 წლის მცველის საბა გოგლიჩიძის წინსვლაა.

საბა იტალიურ გუნდს 2024 წლის იანვარში 300 000 ევროს სანაცვლოდ ქუთაისის "ტორპედოდან" შეურთდა.

ამ დროისთვის გოგლიჩიძის სატრანსფერო ღირებულება სწორედ 300 000 ევრო იყო.

არასრულ ერთ წელში კი ქართველის ფასმა დაახლოებით 2566.67%-ით იმატა და 8 მილიონი ევრო გახდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით საბას საქართველოს ეროვნულ გუნდში მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული. ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე მისი თამაში იგეგმებოდა, თუმცა სამწუხაროდ ტრავიმრებული იყო.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ