როგორც მიგეხსენებათ, გასული ტურის ტოპ ლიგაში და არამარტო ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე ქართველებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
გიორგი მიქაუტაძემ 20 წუთში გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბუდუ ზივზივაძემ გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრუკება შეძლო.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ გუნდში 2 ქართველი მოხვდა.
ბუდუმ 9.04 შეფასება დაიმსახურა, გიორგიმ კი 8.57 რეიტინგი მიითვალა.
ცნობისთვის, ამ ქართველებთან ერთად კილიან მბაპე, ლამინ იამალი და არაერთი ვარსკვლავი მოხვდნენ.