როგორც მოგეხსენებათ, გასულ სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან 2 მატჩი გამართა და ორივეში დამაჯერებლად იმარჯვა.
პირველ შეხვედრაში, რომელიც ერევანში ჩატარდა, ლუკა ლოჩოშვილი დაზიანდა.
თავადაპირველი ცნობების მიხედვით, ლოჩოს ტრავმა სერიოზული არ იყო, თუმცა სომხეთთან განმეორებით მატჩში ვერ ითამაშებდა.
ახლა ირკვევა, რომ ქართველის ვერც სერია ბ-ს მომავალი ტურისთვის იქნება მზად, რაც "სალერნიტანას" მწვრთნელისთვის პრობლმაა.
ლოჩოშვილზე ერთ-ერთი იტალიური გამოცემა წერს:
"ლუკა ლოჩოშვილი, ეროვნულ ნაკრებში მიღებული მარცხენა კოჭის ტრავმის შემდეგ, აღდგენით პროცესს გადის. პირველ რიგში მიზანი შეშუპების ჩაცხრობა და მყესების მაგნიტოთერაპიით, კომპრესებით, მასაჟითა და სპეციალური ვარჯიშით გაძლიერებაა. სალერნოში დაბრუნებულმა მცველმა რენტგენი გადაიღო, რომელმაც ძვლებისა და მყესების დაზიანება გამორიცხა.
სალერნიტანა სიფრთხილით ეკიდება მის გამოჯანმრთელების პროცესს. ლოჩოშვილს ჯერ კიდევ არ უვარჯიშა მოედანზე და მას ყურადღებით დააკვირდებიან პარასკევს დაგეგმილი ტესტის დროს, რომელიც სირბილს ითვალისწინებს. მწვრთნელს, რომელსაც დაცვის ხაზში გამოცდილი შემცვლელები არ ჰყავს, იმედი აქვს, რომ ლოჩოშვილი კვირის თამაშისთვის მწყობრში ჩადგება. ქართველი უკანა ხაზში საკვანძო მოთამაშეა - მარცხენაა, დინამიურია და ბურთი კარგად ამოაქვს”, - წერს მედია.
შეგახსენებთ, რომ ლუკა დღემდე "კრემონეზეს" მფლობელობაშია, ის "სალერნიტანაში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ირიცხება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ