ცნობილმა ააგენტო Transfermarkt-მა ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.
აღსანიშნავია, რომ ახალი მონაცემებით, ბუდუ ზივზივაძის ღირებულებამ მისთვის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
კერძოდ, "ჰაიდენჰაიმის" ფორვარდის ფასი 2.5 მილიონი ევრო გახდა..
ბუნებრივია, ბუდუს ასეთი წინსვლა ბუნდესლიგურ კლუბში კარიერის გაგრძელებითაა გამოწვეული.
აქვე გეტყვით, რომ გერმანიის უმაღლეს დივიზონში გადასვლის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.