ჰაიდენჰაიმი, რომელიც სეზონის დასაწყისში საკმაოდ გაურკვევლად გამოიყურებოდა, როგორც იქნა, ფორმაში შევიდა.
გუნდი ბოლო სამ შეხვედრაში დაუმარცხებელია – ორი გამარჯვება და ერთი ფრე. განსაკუთრებით გამოსარჩევია ბუდუ ზივზივაძის თამაში, რომელმაც ამ პერიოდის განმავლობაში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა, სამწუხაროდ, ქართველ ფორვარდს ვოლფსბურგთან გამართულ შეხვედრაში ტრავმა შეემთხვა.
გერმანული წყაროების ინფორმაციით, ზივზივაძემ კოჭის იოგი დაიზიანა, რის გამოც მინიმუმ ორ კვირას იუქმებს. ეს ნიშნავს, რომ ჰაიდენჰაიმი ლევერკუზენთან (6 აპრილს) და აინტრახტთან (13 აპრილს) გამართულ მატჩებში ბუდუს გარეშე იასპარეზებს.
ზივზივაძის არყოფნა ჰაიდენჰაიმისთვის სერიოზული დარტყმაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გუნდი გადათამაშების ზონაში (16-ე ადგილი) ქართველი ფორვარდის კარგი ფორმის წყალობით ავიდა.
ამ ორი უმძიმესი მატჩის შემდეგ, ჰაიდენჰაიმს ბაიერნთან შეხვედრა ელის (19 აპრილს), სადაც, დიდი ალბათობით, ბუდუ მწყობრში იქნება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ