ევროპა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიონი" "ოლდ ტრაფორდზე" მიიღო.
ლიონელებმა მეორე ტაიმში 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ "ლიონი" ექსტრა ტაიმებს 10 კაცით ხვდება.
მსაჯმა კორენტინ ტოლისოს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანიდან გააძევა.
გიორგი მიქაუტაძემ მინდორზე 64 წუთი გაატარა. მას ამ დროში რეალური მომენტი არ ჰქონია.
გამოცემა "Sofascore" ქართველი ფორვარდის თამაშს 6,6 ქულით აფასებს.