ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ ხვიჩას მძიმე ტრავმა შეაფასა ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ ხვიჩას მძიმე ტრავმა შეაფასა » Footballnews ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ ხვიჩას მძიმე ტრავმა შეაფასა
გათიშვა

ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ ხვიჩას მძიმე ტრავმა შეაფასა

ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ ხვიჩას მძიმე ტრავმა შეაფასა
4 საათის და 10 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ კატალონიის ბარსელონას წინააღმდეგ უმძიმესი ტრავმა მიიღო.

აღნიშნულთა დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ საინტერესო შეფასება გააკეთა.

"წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება დასამალი არ არის, რომ ერთ-ერთი რთული ტრავმაა რაც შეიძლება ფეხბურთელმა მიიღოს. საკმაოდ მძიმეა და შესაბამისად აღდგენის პროცესიც არის ხანგრძლივი, დაახლოებით შვიდიდან ცხრა თვემდე.

"საბედნიეროდ, თანამედროვე ტრავმატოლოგია და რეაბილიტაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ფეხბურთელი სრულფასოვნად დაუბრუნდეს მინდორს და ითამაშოს ისე, როგორც თამაშობდა იქამდე.

"ამ ტრავმის მიღების ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს კავშირში. ამ დაზიანებას ფეხბურთელი სამ შემთხვევაში იღებს - პირველი ეს არის პირდაპირი კონტაქტის, არის არაკონტაქტური მექანიზმით გამოწვეული და შეიძლება იყოს საერთოდ არაკონტაქტური ტრავმა. ხვიჩას შემთხვევაში საქმე გვაქვს ეგრეთწოდებულ არაპირდაპირი კონტაქტით გამოწვეულ დაზიანებასთან - კერძოდ, „ბარსელონას“ ფეხბურთელთან მაღალი სიჩქარით მოძრაობაში ის მოვიდა კონტაქტში, საყრდენი, ანუ მარჯვენა ფეხი დარჩა ისე რომ, ფეხმა გააკეთა ეგრეთწოდებული შიდა როტაცია, რაც არის დამახასიათებელი მექანიზმი იმისათვის, რომ ეს იოგი გაწყვეტილიყო.

"შვიდიდან ცხრა თვე კი არის მოცემული სამკურნალოდ, მაგრამ თუ კონკრეტულად ჩემი აზრი გაინტერესებთ, აჯობებს, ეს სეზონი ხვიჩასთვის დამთავრებულად ჩავთვალოთ და მომავალი სეზონიდან შეუდგეს დატვირთვებსა და გუნდთან ერთად თამაშს. კი, შესაძლებელია შვიდ თვეშიც დაბრუნება, მაგრამ მერწმუნეთ, რაც უფრო მეტხანს, ანუ რვა თვემდე, ან ცხრა თვემდე გაგრძელდება რეაბილიტაციის პროცესი, მით უფრო კარგი იქნება კვარას სრულფასოვანი აღდგენისთვის. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საჩქარო არაფერი არის და აქ სიჩქარემ შესაძლოა პირიქით, უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს.

"ხვიჩასთან კონტაქტი მქონდა ტრავმის მიღების დღეს და მეორე დღესაც. ასევე ვესაუბრე „პარი სენ-ჟერმენის“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელსა და პირველი გუნდის მთავარ ექიმს. მათ გვითხრეს, რომ ყველაფრის საქმის კურსში აუცილებლად ჩაგვაყენებენ. ახლა იქ მიდის მსჯელობა, თუ რომელი კლინიკა და რომელი ექიმი აირჩიონ. მუდმივ კონტაქტზე ვართ და მომავალში რეაბილიტაციის პროცესშიც ყველა ფაზის საქმის კურსში ვიქნებით თავიდან ბოლომდე. შეძლებს თუ არა ხვიჩა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მისვლას? გააჩნია ოპერაციას როდის გაიკეთებს და როგორ დაემთხვევა დროში, თორემ ფიქსატორით რა თქმა უნდა შესაძლებელია", - თქვა დავით ხარაბაძემ.

გირჩევთ