ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონასთან“ მიღებული ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. გავრცელებული ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი ჰქონდეს დაზიანებული.
კვარაცხელიამ ტრავმა 57-ე წუთზე, „ბარსელონას“ ფეხბურთელ ხავი ესპარტთან ორთაბრძოლისას მიიღო. ქართველმა მოედანი დამოუკიდებლად ვერ დატოვა და სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა. ის 59-ე წუთზე მანეს აკლიუშმა შეცვალა.
ეპიზოდის ბიომექანიკური ანალიზის მიხედვით, დაზიანების მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო არაპირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. შეჯახებისას კვარაცხელიას სხეულის მარცხენა მხარეზე განხორციელებულმა ზემოქმედებამ წონასწორობა დაარღვია, მაშინ როდესაც მისი მარჯვენა ტერფი მინდორზე მყარად იყო დაფიქსირებული და სხეულის ძირითად დატვირთვას იღებდა.
განსაკუთრებით სახიფათო აღმოჩნდა ის გარემოება, რომ სხეულისა და მენჯის არეში მიღებული ძლიერი ზემოქმედების შედეგად მარჯვენა მუხლი შიგნით გადაიხარა. ამავდროულად, დაფიქსირებული ტერფის პირობებში წვივის ძვალზე ბრუნვითი დატვირთვა წარმოიქმნა, რამაც შესაძლოა მუხლის ჯვარედინ იოგზე ძლიერი ზეწოლა გამოიწვია.
სპორტული ფიზიოთერაპევტის, ანხელ ვილიანუევას შეფასებით, მსგავსი მექანიზმი დამახასიათებელია წინა ჯვარედინი და შიგნითა გვერდითი იოგების დაზიანებისთვის. სპეციალისტი მძიმე დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაახლოებით ცხრათვიან სარეაბილიტაციო პერიოდსაც ვარაუდობს.
ფრანგული L'Équipe-ის ინფორმაციით, კვარაცხელიას გარემოცვაში ჯვარედინი იოგის გაწყვეტის საფრთხეს სერიოზულად განიხილავენ. ფეხბურთელს 21 ოქტომბერს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უნდა ჩაუტარდეს, რომელიც დაზიანების ზუსტ ხასიათსა და სიმძიმეს დაადგენს.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ჯვარედინი იოგის გაწყვეტა ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ვიდეოკადრებით შესაძლებელია ტრავმის მექანიზმის შეფასება, თუმცა საბოლოო დიაგნოზის დასასმელად სამედიცინო გამოკვლევის შედეგებია აუცილებელი.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონა“ 4:2 დაამარცხა, თუმცა შეხვედრის მიმდინარეობისას ტრავმების გამო კვარაცხელიასთან ერთად უსმან დემბელესა და მარკინიოსის შეცვლაც მოუწია.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ